მარცხი უკრაინასთან! - ქართველი ფეხბურთელების შეფასებები

12-10-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

უეფა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები პოლონეთში უკრაინას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი ლონდონის ჩელსის შემტევმა, მიხაილო მუტრიკმა გაიტანა, რომელმაც გიორგი ქოჩორაშვილის ტექნიკური წუნით ისარგებლა და მომენტი იდეალურად გამოიყენა.

90-წუთის ამოწურვის შემდეგ, ანალიტიკურმა გვერდმა, SofaScore-მა ქართველი ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა.

ყველაზე მაღალი ქულათა შეფასება "ჯვაროსნების" რიგებში ოთარ კიტეიშვილმა დაიმსახურა, ხოლო ყველაზე დაბალი ლუკა ლოჩოშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნები" მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები