"ლევანტეს დონისაც არაა" - უკრაინელი გულშემატკივრები გიორგი ქოჩორაშვილზე სოციალურ ქსელებში წერენ

12-10-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

უეფა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები პოლონეთში უკრაინას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი ლონდონის ჩელსის შემტევმა, მიხაილო მუტრიკმა გაიტანა, რომელმაც გიორგი ქოჩორაშვილის ტექნიკური წუნით ისარგებლა და მომენტი იდეალურად გამოიყენა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, უკრაინელთა ქომაგებმა X-ზე (ტვიტერზე) ქოჩორაშვილის მისამართით არაერთი დამცინავი პოსტი გამოაქყვეყნეს.

"ქოჩორაშვილის ასისტით მუდრიკმა გაიტანა"

"მადლობა გიორგი! შენთან ვალში ვართ"

"ეს ქოჩორაშვილი ლევანტეში თამაშობს? აშკარაა, რომ ამ გუნდის დონისაც არაა"


აქვე შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნები" მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები