"ყირიმ-კონგოს ცხელება ჰქონდა... ვერაფერი უშველეს და დაიღუპა..." - რა გახდა ექიმის გარდაცვალების მიზეზი

ლექსო ნოზაძე
Aa

ახალციხეში, სოფელ წყალბილაში ყირიმ-კონგოს გემორაგიული ცხელებით ექიმი გარდაიცვალა.

აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მეადია ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ექიმმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა და შედეგად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თავდაპირველად, იგი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა, შემდეგ კი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

ბოლო მონაცემებით, წელს აღნიშნული დაავადებით სამცხე-ჯავახეთში 8 ადამიანი დაავადდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები