"დამარტყა და კიბეებიდან გადამაგდო.. რუსებს ჩვენზე მეტი ხელფასი ჰქონდათ" - რას ამბობს "რეტროს" დაზარალებული თანამშრომელი
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ რესტორან "რეტროს" მფლობელმა მიმტანს სცემა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საუბრობს დაზარალებული თემო მგზავრიძე. მისი თქმით, იგი მხოლოდ თავს იცავდა.
"ვიდეოში კარგად ჩანს, რაც მოხდა. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ თავს დავესხი. რაც გავაკეთე, ეს იყო მხოლოდ თავდაცვის მიზნით."
"გამოიკვლევენ და შესაბამისად, დამნაშავესაც დაიჭერენ. გულმკერდის არეში ხელი ჩამარტყა და კიბეებიდან გადამაგდო."
"ძალიან ბევრ თანამშრომელს შეურაცხყოფას აყენებდა. რაც შეეხება რუსებს, მათ ჩვენზე მეტი ხელფასი ჰქონდათ. პრაქტიკანდები იღებდნენ იმდენს, რაც მე უნდა ამეღო" - ამბობს თემო მგზავრიძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები