(ფოტო) ალბანეთთან დავმარცხდით! - ქართველი ფეხბურთელების შეფასებები
ერთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ალბანეთს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა.
მეტოქემ ერთადერთი გოლის გატანა შეხვედრის 47-ე წუთზე მოახერხა, როდესაც ასლანიმ გიორგი მამარდაშვილს აუღებელი ბურთი დაურტყა.
90-ი წუთის ამოწურვის შემდეგ, ანალიტიკურმა გვერდმა, SofaScore-მა ქართველი ფეხბურთელები ჩატარებული შეხვედრის მიხედვით შეაფასა. "ჯვაროსანთა" რიგებში ყველაზე მაღალი ქულათა შეფასება ოთარ კიტეიშვილმა და ოთარ კაკაბაძემ დაიმსახურეს, ხოლო ყველაზე დაბალი ბუდუ ზივზივაძემ.
ვილი სანიოლის ბიჭები მომდევნო შეხვედრას, 16 ნოემბერს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები