"სიცოცხლე აღარ მინდა... ჩემი ძმა ცოცხალი მაპოვნინეთ..." - თბილისში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
თბილისში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. აღნიშნული პიროვნება ალექსანდრე ლომიძეა, რომელიც 30 მაისის შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელსი პოსტს შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
"მიშველეთ ემიგრანტი ვარ ესპანეთიდან ჩემი ძმა ცოცხალი მაპოვნინეთ სიცოცხლე აღარ მინდა გული მისკდება ყველა დღე მგონია რომ იპოვიან და გამოჩნდება
30 მაისიდან კონტაქტზე აღარ გამოსულა 1981 წლის 22 აგვისტოს დაბადებული ალექსანდრე ლომიძე..ეძებენ ოჯახის წევრები,ნათესავები,თუმცა უშედეგოდ..თუ ვინმეს გეცნოთ გთხოვთ შეგვეხმიანეთ.
ლომიძე მოსკოვის გამზირზე ცხოვრობს და მისი კვალი სწორედ იქიდან იკარგება. ოჯახის ინფორმაციით, იმავე დღეს მიმართეს პოლიციას.
ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ახლობლებს ტელეფონის ნომერზე - 599886166
არ ვიცი რა დავწერო,ისიც არ ვიცი სად ხარ და წაიკითხავ თუარა ამ პოსტს,ღმერთს ვთხოვ მშვიდობა გქონდეს და კარგად იყო.მეტი აღარ შემიძლია ძამი,მეოთხე დღეა უშედეგოდ გეძებთ,გასკდა გული ამდენი ნერვიულობით.ნუ გამწირავ ასე. საქართველოში რო ვიყო შენ თავს ვფიცავარ ფეხით დავივლი ყველა კუთხე კუნჭულს. გემუდარები თუ ამას წაიკითხავ გამოჩნდი. ყველა ნერვიულობს და განიცდის შენს ასეთ გაუჩინარებას.
ვლოცულობთ ცოცხალი და უვნებელი იყოს ემიგრანტის ძმა გაუჩინარდა. ვარ ემიგრანტი. საქართველოში კერძოდ თბილისში ცხოვრობს ჩემი ძმა. ოთხშაბათს გავიდა საცხოვრებელი ბინიდან და იმის მერე არავის არ უნახავს ბ.ნ. შოთო ძალიან გთხოვ იქნებ როგორმე დამეხმაროთ. ბოდიშით რო შეგაწუხეთ და დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
შეგახსენებთ დაიკარგა ალექსანდრე ლომიძე დაბადებული 1981 წელს 22 აგვისტოს.
კარგად დააკვირდით, იქნებ, ვინმემ სადმე დაინახეთ. გთხოვთ, თითოეულ ფეისბუქ მეგობარს, პოსტი არ გაატაროთ, გევედრებით... გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა.
გთხოვთ, იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ..
გააზიარეთ პოსტი
უფალმა დაგლოცოთ, მაპოვნინეთ. . მოსკოვის პროსპექტზე ცხოვრობდა ქირით სახლიდან გავიდა და
მის მერე მისი კვალი ქრება...
თუ ვინმემ ნახეთ სადმე ან გეცნობათ დაუყოვნებლივ გვაცნობეთ "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" გთხოვთ მიიტანოთ გულთან.
დედაო ღვთისმშობელო უვნებელი დაუბრუნე თავის ოჯახს. სასწაულად კარგი და კეთილი ადამიანი ილოცეთ ლოცვა მთებს დაძრავს... გააზიაარეთ გთხოვთ გამოგვეხმაუროთ თუ ვინმეს გეცნობათ და ნახეთ სადმე. შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი." - წერია პოსტში.