"სექსუალური ძალადობა შშმ ბავშვებზე... ვიდეოს უღებდნენ..." - საზარელი ამბავი აჭარიდან
გუშინ, აჭარის პროკურატურას არასამთავრობო ორგანიზაცია "შშმ ქალთა ალიანსმა" განცხადებით მიმართა და სმენისარმქონე არასრულწლოვან გოგონებზე გარყვნილი ქმედებებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითოხვა, ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
საუბარია, შვიდიდან თექვსმეტ წლამდე სააკის გოგონებზე. მოძალადები მათ ვიდეოებს უღებდნენ შემდეგ კი ერთმანეს უზიარებდნენ.
„ძალიან ბევრი ვიდეოა გავრცელებული, ჩვენამდე სადღაც 27 ვიდეო მოვიდა, სადაც ასახულია არა მხოლოდ სექსუალური ძალადობის, არამედ სქესობრივი აქტიც პატარა გოგოებთან. ახლახან ვუყურე ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც გოგონა ჯგუფურ გაუპატიურებაზე საუბრობს“, – ამბობსდეა ერემაშვილი, „შშმ ქალთა ალიანსის“ ხელმძღვანელი.
„აქ ყველა ყველას იცნობს, ზოგი შესაძლოა მათი მშობლების მეგობარია, ამიტომ როცა უფროსი ადამიანი მასთან მიდის და ეუბნება, რომ ეს უნდა გააკეთოს და ეს ნორმალურია, ბავშვი ფიქრობს, რომ ეს სწორია“, – ამბობს თათია დათაშვილი.