"ბებიის თვალწინ გული წაუვიდა, და..." - დიდი ტრაგედია გია ბარამიძის ოჯახში
გია ბარამიძის უკრაინელმა მეუღლემ, ანნა ფილიპჩუკმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"ჩემი გოგო ზეცაში გაფრინდა".
ფოტო გია ბარამიძემ გააზირა და დაწერა:
"თანაგრძნობისთვის ყველას დიდი მადლობა მეგობრებო!
არ ვიცით რა მოუვიდა ბავშვს, (18 წლის ახლახან გახდა) ბებიის თვალწინ გული წაუვიდა, და სასწრაფოს ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა.
მიზეზებს გერმანიის შესაბამისი მხარის (სადაც ცხოვრობდნენ, და მარიას უმაღლესში უნდა ესწავლა) სისხლის სამართლის საქმეთა პოლიცია იძიებს.
უტარდება ექსპერტიზა და (როგორც გვითხრეს) პასუხი უახლოეს კვირაში უნდა გვქონდეს.
კიდევ ერთხელ ყველას უღრმესი მადლობა!", - წერს ბარამიძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები