"ყოფილი ცოლი მოკლა და ცხედარი ხევში გადააგდო..." - საზარელი მკვლელობა თბილისში
თბილისში საზარელი მკვლელობა მოხდა.
მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ხევში გადააგდო.
სამათალდამცავებმა დამნაშავე უკვე დააკავეს. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა.
ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგდო", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები