"დასანანია ასეთი კარგი ადამიანი მიწისთვის" - გარდაიცვალა ქართველი მომღერალი

ლექსო ნოზაძე
Aa

ანსამბლ "შგარიდას" სოლისტი ვალერ ვიბლიანი გარდაიცვალა.

აღნიშნულ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"ღრმა მწუხარებით ვიუწყებით,  რომ გარდაიცვალა ანამბლ შგარიდას წევრი-სოლისტი და ერთერთი დამფუძნებელი, ჭეშმარიტი ხელოვანი და ქართული (სვანური) მუსიკალური ფოლკლორის დიდი მოამაგე, ვალერ ვიბლიანი.

ანსამბლის დაარსების დღიდან ვალერ ვიბლიანი ერთგულად ემსახურა მუსიკალური ფოლკლორის საგანძურების აღდგენა-გადარჩენის ეროვნულ საქმეს, დიდია მისი წვლილი ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციის საქმეში!

გამორჩეულად კარგი ადამიანური თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანი და ანსამბლის ერთიან დიდ ოჯახში სილაღის და ხალისის შემომტანი ღირსეული პიროვნების სახელი ფართოდ არის ცნობილი ქართული ფოლკლორის მოამაგეთა შორის!

აქვე დავამატებთ რომ ანსამბლის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ქ. თბილისსა და ქ. მესტიაში გაურკვეველი დროით გადაიდო." - ნათქვამია განცხადებაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები