"შერიგებას სთხოვდა... იმ დღეს შეხვდა, რომ ყველაფრისთვის წერილი დაესვა..." - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

07-06-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

როგორც მოგეხსენებათ, თბილისში სასტიკი მკვლელობა მოხდა. ქმარმა ყოფილი მეუღლე გაგუდა და შემდეგ ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით ხევში გადააგდო.

ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

კერძოდ, კომენტარს მოკლულის ახლობელი აკეთებს.

„დაშორების შემდეგ სულ შერიგებას სთხოვდა. იმ დღეს შეხვდა, რომ ყველაფრისთვის წერტილი დაესვა, შემდეგ შელაპარაკება მოუვიდათ.... მარიამის დედა ემიგრანტია, იტალიაში იმყოფება. გოგო თემქაზე შვილებთან ერთად ცხოვრობდა. საოცარი ხასიათი ჰქონდა, იყო თბილი, კომუნიკაბელური... როგორც ვიცით, იმ საბედისწერო დღეს ყოფილ ქმარს შვილები დედამისთან ჰყოლია წაყვანილი...“, - ამბობს მარიამ მაზიაშვილის ახლობელი.

წყარო: primetime.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები