"როდესაც სახეში მოვარტყი, ჩემმა ძმამ დამიძახა...." - ილია თოფურიას პირველი კომენტარი მოგების შემდეგ

სახელი არ არის მითითებული
Aa

ქვემსუბუქი წონით დივიზიონის ჩემპიონის ქამრის დაცვის შემდეგ ილია თოფურიამ პირველი კომენტარი გააკეთა. ილიას თქმით, ისეთი ლეგენდის დამარცხება, როგორც მაქს ჰოლოუეია, უბრალოდ დაუჯერებელია.
გთავაზობთ ილიას პირველ ინტერვიუს:
"მადლობა ღმერთს, ის მაძლევს ყველაფერს, რაც კი მაქვს ცხოვრებაში. არ ვიცი, რა ვთქვა - ისეთი ლეგენდის დამარცხება, როგორც მაქს ჰოლოუეია, უბრალოდ დაუჯერებელია. მთელი მისი კარიერის განმავლობაში მაქსი ჩემთვის შთაგონების წყარო იყო. მებრძოლების ახალი თაობისთვის ის მაგალითს წარმოადგენდა. ამ ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ და იმედი მაქვს, რომ თუნდაც მცირედით შევძლებ შემდეგი თაობისთვის ისეთი მაგალითის მიცემას, როგორიც ჩვენ მაქსმა მოგვცა. ჩემი პატივისცემა მას.
როდესაც სახეში მოვარტყი, მან რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან. იშვიათად ხდება ისე, რომ მაქსი უკან იხევს, ამ დროს ჩემმა ძმამ დამიძახა, რომ ზეწოლა გამეგრძელებინა. გავაგრძელე და დავანოკაუტე კიდეც."



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები