ავარია რუსთავში - ახალგაზრდა ქალს დასუფთავების მანქანა დაეჯახა

ლექსო ნოზაძე
Aa

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე ასაკის ქალი დაზიანდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქალბატონს დასუფთავების მანქანა დაეჯახა.

იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუატარეს. როგორც ირკვევა, ოპერაცია პაციენტს ქვედა კიდურზე ჩაუტარდა და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ამ მომენტისთვის, მისი მდგომარეობა სტაბილურია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები