უკრაინელებმა რუსეთის მხარეს მებრძოლი მეორე ქართველი ჩაიგდეს ტყვედ - ვინ არის “ვაგნერელების” დაჯგუფების წევრი
უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს ქართველ ნოდარ ბახტურიძე, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა.
უკრაინის დასაცავად მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების ცნობით, ბახტურიძე რუსეთში ციხეში იჯდა და ის ვაგნერელებმა გადაიბირეს.
ქართველი ჯარისკაცების ინფორმაციით ის აფხაზეთის ომის მონაწილეა, ომის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში, სადაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
„ეს ადამიანი არის ნოდარ ბახტურიძე. 10 წელი ჰქონდა მისჯილი ციხე. 5 წელი უკვე მოხდილი აქვს, 5 წელი ჰქონდა დარჩენილი. ვაგნერმა როცა დაიწყო ციხეებში სიარული და პატიმრების გადმობირება, თავისი ნებით ჩაეწერა და გახდა ვაგნერის წევრი.
ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ნაძირალა, უსამშობლო კაცი, რომელიც ციხეში იჯდა და 5 წელი რომ არ მჯადრიყო კიდევ, ადგა და ვაგნერში ჩაეწერა“, – აღნიშნა ვანო ნადირაძემ.
ქართველი მებრძოლების თქმით, ნოდარ ბახტურიძე ზედმეტ სახელად გრუზინი, ტყვეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა
ის ახლა ხარკოვში ჰყავთ დატყვევებული 127-ე და 225-ე ბატალიონის წევრებს. მას სავარაუდოდო, უვადო პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, უკრაინელებმა დაატყვევეს კიდევ ერთი ქართველი, გივი ვანიშვილი.