ბავშვების თვალწინ ესროლა, მოკლა და გზა განაგრძო... - რა მოხდა ვაზისუბანში

09-06-2023
გიორგი გელაშვილი
Aa

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაზისუბანში, გამვლელმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა.

"ვაზისუბანში, დღისით მზისით, სკოლაში მიმავალი ბავშვების თვალწინ, მორბენალ კაცს უბრალოდ დაუყეფა ცუგამ, რომელიც გოგონას მოჰყვებოდა, ამან ამოიღო, ესროლა, მოკლა ძაღლი და გზა განაგრძო!!! 

ასეთი, ადამიანსაც არ დაინდობს! რა გჭირთ ასეთი, რა ტრავმა მოგყვებათ ცხოვრებაში, რომ ამხელა სისასტიკეს სჩადიხართ! საწყალი ცუგო შეეწირა. 

საჩივარი შეტანილია... საკადრისად უნდა დაისაჯოს! მთელი უბანი მოვითხოვთ!", - წერს "ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები