Black Mirror რეალობა ხდება - სტარტაპი, რომელიც მოგონებების "ჩაწერის" საშუალებას იძლევა
დისტოპიური სატელევიზიო შოუ Black Mirror კიდევ უფრო რეალური გახდა. ეს მას შემდეგ რაც ვირტუალურ რეალობაზე მომუშავე სტარტაპი მომხმარებლებს მოგონებების "ჩაწერის" საშუალებას აძლევს.
ტექნოლოგიის ვიდეო დემონსტრირებისას სტარტაპი Wist Labs აცხადებს, რომ პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს წვდომა მიიღონ ძვირფას მომენტებზე "როგორც ისინი ახსოვთ“. ეს ყველაფერი კი დამატებითი რეალობის გამოყენებით.
Wist-ის ვებსაიტის მიხედვით, პროცესი შედარებით მარტივი ჩანს: მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ სპეციალური აპლიკაცია, რათა სმარტფონზე გადაღებული ჩვეულებრივი ვიდეო 3D ფორმატად გარდაქმნან. ამის შემდეგ ვიდეო ინახება და მისი ყურება VR ჩაფხუტით ნებისმიერ დროს შეგეძლებათ.
"გადაღების დროს ჩვენ ვინახავთ ფერს, სიღრმეს, მოწყობილობის პოზიციას, აუდიოსა და სცენის ინფორმაციას. სიღრმის აღბეჭდვა ხდება LiDAR სენსორების გამოყენებით Pro მოდელის iPhone-ებსა და iPad-ებზე", - განუცხადა Wist-ის თანადამფუძნებელმა ენდრიუ მაკჰიუმ Freethink-ს.