"შვილს ვეძებ ოთხი დღეა, არაფერი ვიცი..." - რას აცხადებს ჭიათურაში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის დედა

გიორგი გელაშვილი
Aa
"შვილს ვეძებ ოთხი დღეა, არაფერი ვიცი..." - რას აცხადებს ჭიათურაში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის დედა

ჭიათურაში ოთხი დღეა 27 წლის ნიკა ხვედელიძეს ეძებენ.

სოციალურ ქსელში დაკარგული ახალგაზრდის დედის ემოციური მიმართვა გავრცელდა, სადაც ის საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას ითხოვს.

“მთელ ჩემს საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ, დაუკვირდით სურათს, შვილს ვეძებ ოთხი დღეა, არაფერი ვიცი თუ შენიშნონ, სადმე რეაგირება იქონიეთ.

დაუკავშირდით პოლიციას, რადგან პოლიციამ სწრაფი რეაგირება მოახდინოს და მოგვაწვდინეთ ჩვენც ინფორმაცია. გთხოვთ გააზიაროთ, რათა ბევრმა ნახოს დამეხმარეთ გამწარებულ დედას", - წერს ნიკა ხვედელიძის დედა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები