რა ბედი ეწია ზვიგენს, რომელმაც რუსი ტურისტი შეჭამა, ცნობილია

გიორგი გელაშვილი
Aa

ზვიგენი, ეგვიპტეში ადამიანს თავს დაესხა... ის დაიჭირეს და მისი ლაბორატორიული გამოკვლევა დაიწყეს. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ ზვიგენის გამოკვლევის შემდეგ გაიგებენ, რა გახდა თავდასხმის მიზეზი.

ეგვიპტის გარემოს დაცვის მინისტრმა ამ ფაქტთან დაკავშირებით შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს დაავალა, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ზვიგენების თავდასხმით ინციდენტის განმეორების თავიდან ასაცილებლად.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში, ჰურგადაში ზღვაში ბანაობისას რუსი მამაკაცი ზვიგენმა შეჭამა

კადრებში ჩანდა, თუ როგორ ითრევს ზვიგენი მამაკაცს წყალში...

გარდაცვლილი 23 წლის ვლადიმერ პოპოვია, რომელიც ეგვიპტეში ცოტა ხნის დასახლებული იყო და ტურისტი არ გახლდათ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები