"დაცემის ძალიან ძლიერი ხმა იყო" - ბათუმში, მე-15 სართულიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა

12-06-2023
გიორგი ზ.
Aa

უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში - მაღალსართულიანი კორპუსიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა.

სხეულის მრავლობითი დაზიანებებით 16 წლის მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

"ძალიან ძლიერი ხმა იყო დაცემის. როცა ჩამოვირბინე, დავინახე, ჯიპის მარკის ავტომობილში. უკან, პანორამა ლუქში იყო ჩავარდნილი, სავარძლებს შორის.

ბავშვი მე-15 სართულიდან არის გადმოვარდნილი. მერვე სართულზე გადახურულია, იქ დავარდა და იქიდან ავტომობილის ლუქში ჩავარდა. ბავშვი რომ გამოვიყვანეთ, ცოცხალი იყო“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

წინასწარი ცნობებით, გოგო ცოცხალია. იგი "ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში" მოათავსეს. დაშავებულს ოპერაცია უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები