"ვგრძნობ და ეჭვიც მაქვს, რომ ჩემი ძმა ახლაც ცოცხალია და მოტაცებით გააშვილეს" - რას ყვება ანრი ჯოხაძე

12-06-2023
გიორგი ზ.
Aa

ანრი ჯოხაძე გადაცემა „ნოესთან“ სტუმრობისას აქამდე უცნობ ისტორიაზე ისაუბრა და თავისი გრძნობები გაამხილა..

"ეს არის ურთულესი ამბავი ჩვენს ოჯახში, დედმამიშვილებში მაგდა არის უფროსი, მაგრამ მანამდე ჩემს მშობლებს შეეძინათ ვაჟი, რომელზეც სამშობიაროში უთხრეს, რომ გარდაიცვალა.

დღეს ძალიან ბევრი რამ გაიშიფრა იმ წლებში ბავშვების მოტაცება გაშვილების შესახებ. ამას წინათ თამუნა მუსერიძესთან ვსაუბრობდი და მან დამაკვალიანა საიდან უნდა დამეწყო სიმართლის დადგენა.

დღეს საკმაოდ მყარი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა, რომელიც ჩემი მშობლების პირველი შვილია, ცოცხალია და სადღაც გაშვილებულია. ახლა უნდა იყოს 47 წლის.

მთელი ცხოვრება მაქვს ამისი განცდა, ყველაზე რთულია რუსიკოსთვის ამ ყველაფრის გააზრება,  დამოუკიდებლად ვეძებ, მაგრამ რუსიკომ იცის. ექიმი, რომელმაც ამშობიარა დედა, ერთ-ერთ ეჭვმიტანილად არის მიჩნეული ამ საქმეში“ - ამბობს ანრი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები