"როცა ვერამ თქვა პუტინი ჩემი შვილიაო, მასთან კგბ-ს თანამშრომლები მივიდნენ" - რას წერს უცხოური მედია
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თითქმის არასდროს საუბრობს ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, ბავშვობაზე, განსაკუთრებით ბუნდოვანი კი 10 წლამდე პერიოდია.
რუსეთის დიქტატორის წარსულის შესახებ, დღემდე ბევრი რამ კითხვის ნიშნის ქვეშაა. მაგალითად, კითხვები არსებობს იმის შესახებ თუ ვინ იყვნენ რეალურად მისი მშობლები.
არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი დროის ტირანის დედა ვერა პუტინა იყო, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და რამდენიმე დღის წინ, 2023 წლის 31 მაისს, 96 წლის გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, წლების წინ, როდესაც ვერამ განაცხადა, რომ პუტინი მისი შვილი იყო, მასთან სახლში კგბ-ს თანამშრომლები მივიდნენ, წაიღეს ბავშვობაში გადაღებული ორიგინალი ფოტოები და უბრძანეს გაჩუმებულიყო.
ქალმა პირველად 1999 წელს განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ბიოლოგიური დედაა და შვილთან განშორება მაშინ მოუწია, როცა ვლადიმერი პატარა იყო.
ვერას თქმით, მისი ვაჟი, მეტსახელად "ვოვა", დაიბადა 1950 წლის 7 ოქტომბერს. ეს არის ვლადიმერ პუტინის დაბადების ოფიციალურ თარიღამდე ორი წლით ადრე პერიოდი.
ვერას ქართველ ქმართან გიორგი ოსეფაშვილთან შვილები შეეძინა, რის შემდეგაც, კაცი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ვოვა მიეტოვებინათ. ამიტომ ქალმა შვილი, რომელიც მაშინ ცხრა წლის იყო, მშობლებთან რუსეთში გაგზავნა. თუმცა ერთი წლის შემდეგ ბიჭი ბაბუამ ბავშვთა სახლში ჩააბარა.
მოგვიანებით ვერა ამბობდა, რომ პუტინი სანკტ-პეტერბურგელმა "მშობლებმა“ იშვილეს, რომლებიც 40 წლის იყვნენ და მათ ორი გარდაცვლილი ვაჟი ჰყავდათ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლი ცდილობდა ვერა პუტინას გაჩუმებას, ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმაც, რომ ორი ჟურნალისტი, რომლებიც ქალისგან ინტერვიუს აღება გეგმავდნენ, იდუმალ ვითარებაში დაიღუპნენ.
ვერამ მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ მისი ვაჟი კგბ-ს შეუერთდა, რის შემდეგაც მიხვდა, რომ შვილს ვერასოდეს ვეღარ ნახავდა. 1999 წელს, ახალი ამბების ყურებისას ქალმა რუსეთის ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მაშინვე იცნო შვილი, სიარულის მანერით - "იხვივით დადიოდა", იხსენებდა ვერა მედიასთან საუბრისას.
პუტინი 9 წლის იყო, როდესც ვერამ ის მშობლებთან გაგზავნა. თუმცა, მოხუცები ავად იყვნენ და ბიჭის მოვლა ვერ შეძლეს. ბავშვთა სახლში ჩაბარების შემდეგ ვერამ მასთან კონტაქტი დაკარგა, ბოლოს კი გაიგო, რომ კგბ-ში იყო.
”ბავშვობაში მშობლის სითბოს მოკლებულმა პუტინმა, KGB-ს მიმართა, რათა ახალი ოჯახი ეპოვა და ანგარიში გაესწორებინა იმ სამყაროსთვის, რომელმაც გაწირა.”
C - Ambebi.ge