ბათუმში, მე-15 სართულიდან გადმოვარდნილი არასრულწლოვანი გოგო გარდაიცვალა - შემთხვევის დეტალები

12-06-2023
გიორგი ზ.
Aa

15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში სიმაღლიდან გადმოვარდა გარდაიცვალა. ინფორმაცია ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში ადასტურებენ.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდს მძიმე დაზიანებები ჰქონდა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შემთხვევა ბათუმში გუშინ, 11 ივნისს მოხდა. გოგო საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა.

"ძალიან ძლიერი ხმა იყო დაცემის. როცა ჩამოვირბინე, დავინახე, ჯიპის მარკის ავტომობილში. უკან, პანორამა ლუქში იყო ჩავარდნილი, სავარძლებს შორის.

ბავშვი მე-15 სართულიდან არის გადმოვარდნილი. მერვე სართულზე გადახურულია, იქ დავარდა და იქიდან ავტომობილის ლუქში ჩავარდა. ბავშვი რომ გამოვიყვანეთ, ცოცხალი იყო“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები