"სკოლაში ეუბნებოდა, წამოდი, არ გინდა სექსიო?" - უცნობი დეტალები პედოფილიის საზარელ ფაქტზე
3 წლის წინ კახეთში პედოფილიის საზარელი ფაქტი მოხდა.
14 წლის მოზარდი 9 წლის ბავშვზე ერთი წლის მანძილზე სექსუალურ ურთიერთობას ამყარებდა. ეს ფაქტი სკოლაშიც ამყარებდა.
მოძალადე ბიჭი მსხვერპლს დანით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
არასრულწლოვანმა, დანით ამ სოფელში 8-9 წლის ძმები დააშინა და მათთანაც სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა.
აღნიშნულის შესახებ დაზარალებულის ოჯახის წევრი საუბრობს:
"სკოლაში ეუბნებოდა, წამოდი, არ გინდა სექსიო? მოჰყავდა და ხან ქვემოთ კლუბში შეჰყავდა, ხან ტუალეტში. ვითომ ნათესაური კავშირით შემოდიოდა. მაგას ნათესავი ჰქვია? ბავშვი არაფერს ამბობდა. ყელზე დანას ადებდა, რომ არაფერი ეთქვა. ეს ყველაფერი თურმე ერთი წელი გრძელდებოდა. ბავშვი დაშინებული ჰყავს“,- ამბობდა ოჯახის წევრი.
14 წლის ბიჭის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახის წევრების საჩივრის საფუძველზე დაიწყო. მოძალადე პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა.