"ამას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების მიზნით ვიწყებთ..." - კახა კალაძე

11-12-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, პროექტს თბილისის განვითარების ფონდი "აზიის განვითარების ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

"ჩატარდება გამოკითხვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც დაგვეხმარება გადაადგილების

ჩვევების ანალიზში, მობილობის მართვის პოლიტიკის განსაზღვრაში, შეფასებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში", - განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ აუცილებლად მიიღონ აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა, რაც სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები