რომელი ცნობილი ქართველი ვარსკვლავის სიძეა მიხეილ ყაველაშვილი - პრეზიდენტობის კანდიდატის ოჯახური ფოტოები

გიორგი ამილახვარი
Aa

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი თავ­დამ­სხმე­ლი გახ­ლავთ. მან სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში 2016 წლი­დან გა­და­ი­ნაც­ვლა და დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი ჩა­ი­ბა­რა.

ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­ში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ 1995-1997 წლებ­ში სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში" თა­მა­შობ­და.

ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ცო­ლად მომ­ღე­რალ ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის და თა­მარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი ჰყავს.

წყვილს სამი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ: მა­რი­ამ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი 1996 წელს ინ­გლის­ში, მან­ჩეს­ტერ­ში და­ი­ბა­და, გუ­რა­მი - 2001 წელს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ცი­უ­რიხ­ში, მე­სა­მე შვი­ლი - ელი­სა­ბედ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, 2013 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. თა­მარ ბაგ­რა­ტი­ონს ჰყავს კი­დევ ერთი შვი­ლი, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან - გი­ორ­გი ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 1989 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და.

თა­მა­რი პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში პო­ლი­ტი­კოს ნი­კო­ლოზ ივა­ნიშ­ვი­ლის ძმას­თან, ბიჭი ივა­ნიშ­ვილ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც სა­უ­ბე­დუ­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა. თა­მარ ბაგ­რა­ტი­ო­ნის პირ­ვე­ლი შვი­ლი გი­ორ­გი ივა­ნიშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია. 31 წლის ნა­ხე­ვარმცველ­მა 2 წლის წინ სას­ნო­ვი­ე­ცის „ზაგ­ლე­ბი­ეს­თან“ კონ­ტრაქტს ხელი სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე მო­ა­წე­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი ბოლო წლებ­ში სა­ჩხე­რის „ჩი­ხუ­რა­ში“ თა­მა­შობ­და.

წყარო: ambebi.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები