შავ ზღვას ეკოლოგიური საფრთხე ემუქრება - 2 რუსული ტანკერი იძირება, ეს ძალიან, ძალიან საშიშია

15-12-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

შავ ზღვაში, ქერჩის სანაპიროდან 8 კილომეტრში ორი რუსული ტანკერი ვოლგონეფტ-212 და ვოლგონეფტ-239 იძირება.

ბოლო ინფორმაციით ვოლგონეფტ-212 შუაზე გადატყდა, კატასტროფის შედეგად ზღვაში 4300 ტონა მაზუთი ჩაიქცა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში, ტალღასთან შეჯახებით შედეგად იძირება კიდევ ერთი რუსული ტანკერი ვოლგონეფტ-239. ტანკერს 4000 ტონა მაზუთი გადაჰქონდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები