"დამირეკა და მითხრა, რომ ერთ თვეში უნდა წავიდე აქედან, ალბათ, რაღაც იცის" - რის შესახებ აფრთხილებს ალა პუგაჩოვა მეგობრებს

19-12-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ალა პუ­გა­ჩო­ვა რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ მე­გობ­რებს და თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. მომ­ღე­რალ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს უკვე და­უ­რე­კეს - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს.

პუ­გა­ჩო­ვამ ჯერ თვი­თონ და­უ­ჭი­რა სა­ჯა­როდ მხა­რი უკ­რა­ი­ნას ომის და­წყე­ბის შემ­დეგ და აგ­რე­სო­რი ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა, ახლა კი კო­ლე­გებ­საც იგი­ვე ქმე­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ალა­ჩკამ და­რე­კა და მი­თხრა, რომ ერთ თვე­ში, მაქ­სი­მუმ, უნდა წა­ვი­დე, ასე თქვა, რა­ტომ? - არა­ფე­რი ამიხ­სნა. მი­თხრა, რომ მხო­ლოდ მა­შინ მე­ტყვის, როცა შევ­ხვდე­ბით, მე ჯერ კი­დევ არ გა­და­მი­წყვე­ტია წას­ვლა, მაგ­რამ ალა­ჩკამ, ალ­ბათ, რა­ღაც იცის", - ცი­ტი­რებს მე­დია პუ­გა­ჩო­ვას მე­გობ­რის სი­ტყვებს, თუმ­ცა მის ვი­ნა­ო­ბას არ ასა­ხე­ლებს.

"ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით, კი­დევ ათე­ულ­მა მათ­მა მე­გო­ბარ­მა და საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღეს ზარი, რო­გორც ალას­გან, ისე მისი მე­უღ­ლის­გან", - წერს მე­დია.

პუ­ტი­ნის პრესმდი­ვა­ნი დი­მიტ­რი პეს­კო­ვი უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრი­მა­დო­ნას მო­წო­დე­ბებს და და­წე­რა:

”ეს უბ­რა­ლოდ აბინ­ძუ­რებს წყალს, ან შე­საძ­ლოა, მას მტერ­მა სთხო­ვა, პრო­ვო­კა­ცი­ებ­ში ჩა­ერ­თოს", - აღ­ნიშ­ნავს პეს­კო­ვი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები