"პრიმადონა ძალიან ღელავდა, რომ სამშობლოში არ შეუშვებდნენ" - როგორ დაკითხეს რუსმა მესაზღვრეებმა პუგაჩოვა: სოცქსელში კადრები ვრცელდება

19-12-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ალა პუ­გა­ჩო­ვას გარ­შე­მო რუ­სულ მე­დი­ა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ქვეყ­ნდე­ბა თუნ­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო ინ­ფორ­მა­ცი­აც კი. ქვე­ყა­ნა ვერ პა­ტი­ობს პრი­მა­დო­ნას რუ­სე­თის მი­ტო­ვე­ბას. ამ­ჯე­რად რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბის მიერ პუ­გაჩ­ვას და­კი­თხვის ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და. შემ­თხვე­ვა ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში მოხ­და, რო­დე­საც მომ­ღე­რა­ლი მცი­რე დრო­ით რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და. რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა ალა პუ­გა­ჩო­ვა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ა­ჩე­რეს სა­ზღვარ­ზე.

ამ და­კი­თხვის კად­რე­ბი ტე­ლეგ­რა­მის გვერდმა Mash-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ფსკო­ვის რა­ი­ონ­ში სა­ბა­ჟო­ზე გავ­ლი­სას ალა ბო­რი­სის ძეს სთხო­ვეს შე­სუ­ლი­ყო სპე­ცი­ა­ლურ ოთახ­ში და­ხუ­რუ­ლი სა­უბ­რის­თვის.

"პრი­მა­დო­ნა თა­ვა­ზი­ა­ნი იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან ღე­ლავ­და, რომ სამ­შობ­ლო­ში არ შე­უშ­ვებ­დნენ. სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­შვი­დე­ბის მიზ­ნით, გა­უ­ჩე­რებ­ლად სა­უბ­რობ­და. ამ­ბობ­და, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი იყო რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ასე­ვე მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. სა­უბ­რობ­და ოჯახ­ზე, თუ რო­გორ იყ­ვნენ მისი შვი­ლე­ბი და ქმა­რი“, - წერს არხი.

შემ­დეგ პუ­გა­ჩო­ვამ თით­ქოს ჩან­თი­დან რამ­დე­ნი­მე პორ­ტრე­ტი ამო­ი­ღო, ხელი მო­ა­წე­რა და მე­სა­ზღვრე­ებს სუ­ვე­ნი­რად გა­დას­ცა. მე­ო­რე დღეს იგი მი­ვი­და თა­ვის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში, სო­ფელ გრი­აზ­ში, რათა მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­კი­თხი და ჩა­ე­წე­რა სამი სიმ­ღე­რა ქმრის, ოჯა­ხი­სა და ზო­გა­დად, სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ. 5 ნო­ემ­ბერს პუ­გა­ჩო­ვამ რუ­სე­თი და­ტო­ვა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები