საშუალო ხელფასის სიდიდით თბილისი ლიდერობს - როგორია სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

სახელი არ არის მითითებული
Aa

2024 წლის მესამე კვარტალში საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებს შორის .თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს.

საქსტატის მონაცემების თანახმად, რეგიონების მიხედვით დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ასე გამოიყურება:

თბილისი - 2 380, 4 ლარი

მცხეთა-მთიანეთი - 1 931,0 ლარი

აჭარა – 1 748,8 ლარი

ქვემო ქართლი - 1 704,8 ლარი

იმერეთი - 1 372,9 ლარი

სამცხე-ჯავახეთი - 1 359,6 ლარი

კახეთი - 1 358,3 ლარი

შიდა ქართლი - 1 351,7 ლარი

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 308,9 ლარი

გურია - 1 250,7 ლარი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1 069,6 ლარი

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 10.9%-ით (201.3 ლარით) გაიზარდა და 2 056.7 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის – 3 976.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით), მშენებლობის - 3 198.2 ლარი (გაიზარდა 5.4 პროცენტით), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების – 3 186.6 ლარი (გაიზარდა 13.5 პროცენტით), ასევე პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში – 3 062.9 ლარი (გაიზარდა 17.1 პროცენტით).


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები