ჩამოეწერებათ თუ არა დავალიანება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს?რა განცხადებას აკეთებს კალაძე!?
თბილისის მერი კახა კალაძე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის დაგროვილი დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ მან 27 აგვისტოს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან წლების განმავლობაში მერიიდან მიღებული სესხების დაბრუნება შეუძლებელი გახდა. ამის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ამხანაგობებისთვის მნიშვნელოვან შვებას მოიტანს:
მერიამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე გასცეს სესხები, რომელთა დაბრუნების შესაძლებლობა მათ არ ჰქონდათ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვალის ჩამოწერა მოხდეს,“ – განაცხადა კალაძემ.
მერის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ამხანაგობებს, სრულფასოვნად ჩაერთონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამაში (ბმა).
ეს პროგრამა გულისხმობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და ტექნიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ვალის ჩამოწერის შემდეგ, ამხანაგობები შეძლებენ, უკეთ გამოიყენონ მერიისგან შემოთავაზებული მხარდაჭერა, რაც მათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.
აღნიშნული ინიციატივა დედაქალაქში არსებული მრავალი ამხანაგობისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს და მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.