მძიმე სტიქიის სავალალო შედეგები - რა ხდება ამ დროისთვის გურჯაანში

ლექსო ნოზაძე
Aa

გუშინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დიდი სტიქია იყო. უხვმა ნალექმა მდინარის ადიდება გამოიწვია.

როგორც ცნობილია, დატბორილია ქუჩები, კორპუსებისა და სახლების პირველი სართულები.

მთელი ღამის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებოდნენ და სამუშაოებს ატარებდნენ.

დაზიანდა ათობით მანქანა. ასევე სამეურნეო სავარგულები.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები