საარტილერიო ბატალიონის მეთაურს სწავლების დროს მეხი დაეცა - როგორია მისი მდგომარეობა

16-06-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

გუშინ ღამით, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, გორდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

როგორც ცნობილია, დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში.

მას რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

სამხედრო პოლიციამ ამ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები