რუსების კვლავი დადასტურდა - ცნობილია, როგორ ჩამოვარდა აზერბაიჯანიდან მიმავალი თვითმფრინავი
„წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია“, – აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს ექსკლუზიურად დაუდასტურეს.
როგორც Euronews-ს წყარომ განუცხადა, რაკეტა გროზნოს თავზე დრონის საჰაერო აქტივობის დროს გაისროლეს და ნამსხვრევები თვითმფრინავს მოხვდა. სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს უთხრეს, რომ დაზიანებული თვითმფრინავი, მფრინავების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის არცერთ აეროპორტში არ დაუშვეს და მას კასპიის ზღვაზე ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მიმართულებით გაფრენა დაავალეს.
ვიდეო: „ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა… ბორტზე 72 ადამიანი იმყოფებოდა“ – აქთაუსთან მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალები: რა ინფორმაციას ავრცელებენ ოფიციალური უწყებები
თვითმფრინავმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როდესაც მან აქთაუში ავარიული დაშვება სცადა. ბაქოში დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემა AnewZ აზერბაიჯანის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემა Pantsir-S-დან გაისროლეს.
შეგახსენებთ, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაზო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.