ზოოპარკში რომ არ მოეყვანათ, ბოკვერი მალე დაიღუპებოდა - რას წერს ცირა გვასალია?

სახელი არ არის მითითებული
Aa

ზოოპარკის დირექტორმა, ბატონმა ზურაბ გურიელიძემ მითხრა, რომ ზოოპარკში რომ არ მოეყვანათ, ძუ ლომის ეს ბოკვერი, რომლისთვისაც სახელი ჯერ არ შეურჩევიათ, მალე დაიღუპებოდა - ჟურ­ნა­ლის­ტი და რე­ჟი­სო­რი ცირა გვა­სა­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მო­ი­ნა­ხუ­ლა ლო­მის ბოკ­ვე­რი, რო­მე­ლიც ლაშა ბე­ქა­ურ­მა ზო­ო­პარკს გა­დას­ცა.

"დღეს ვი­ყა­ვი თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში, რომ ლაშა ბე­ქა­უ­რის­თვის ჩა­მორ­თმე­უ­ლი ლო­მის ბოკ­ვე­რის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი გა­მე­გო. ბოკ­ვე­რი თურ­მე წუ­ხელ ცუ­დად გახ­და და გა­დას­ხმა დას­ჭირ­და, მაგ­რამ დღეს უკე­თე­სა­დაა. მე რომ მი­ვე­დი, კი­დეც კნა­ო­და, მაგ­რამ თავს ევ­ლე­ბო­და ახალ­გაზ­რდა ვე­ტე­რი­ნა­რი სან­დრო ბა­გა­თე­ლია, რო­მე­ლიც კუ­ჭის არეს უმა­სა­ჟებ­და, რომ შეკ­რუ­ლო­ბა შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა.

ბოკ­ვერს ზო­ო­პარ­კის ვე­ტე­რი­ნა­რე­ბის 24-სა­ა­თი­ა­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბა და ამ­ჟა­მად დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­შია გა­წე­სე­ბუ­ლი, რად­გან ზო­ო­პარ­კის ახა­ლი ვეტ-კლი­ნი­კა ახლა შენ­დე­ბა თბი­ლი­სის ზღვა­ზე.

ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორ­მა, ბა­ტონ­მა ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძემ მი­თხრა, რომ ზო­ო­პარკში რომ არ მო­ეყ­ვა­ნათ, ძუ ლო­მის ეს ბოკ­ვე­რი, რომ­ლის­თვი­საც სა­ხე­ლი ჯერ არ შე­ურ­ჩე­ვი­ათ, მალე და­ი­ღუ­პე­ბო­და. გა­რე­მოს­დაც­ვით ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტსა და თბი­ლი­სის ზო­ო­პარკს შო­რის შედ­გა მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი, რის თა­ნახ­მა­დაც ბოკ­ვე­რის შე­ნახ­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვა თბი­ლი­სის ზო­ო­პარკს აქვს აღე­ბუ­ლი და ის დარ­ჩე­ბა იქ.

ბა­ტონ­მა ზუ­რამ თქვა, რომ მარ­თა­ლია, ეს შემ­თხვე­ვა გახ­მა­ურ­და, რად­გან ლა­შამ თვი­თონ გა­მო­დო თა­ვის ინ­სტაგ­რა­მის ან­გა­რიშ­ზე მას­თან სე­ირ­ნო­ბის ფოტო, მაგ­რამ ეს არაა გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვა: მისი თქმით, არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ით და­ცუ­ლი სა­ხე­ო­ბა მოჰ­ყავთ ზო­ო­პარკში ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ჩა­სა­ბა­რებ­ლად," მათ შო­რის, პრი­მა­ტე­ბი [მა­ი­მუ­ნე­ბი] და მო­ლა­პა­რა­კე თუ­თი­ყუ­შე­ბი, რაც სა­ვა­რა­უ­დო კონ­ტრა­ბან­დის ნიშ­ნე­ბია, მაგ­რამ გა­უხ­მა­უ­რე­ბე­ლი. თუ რა უჯ­დე­ბა ლო­მე­ბის შე­ნახ­ვა ზო­ო­პარკს წლი­უ­რად და სხვა დე­ტა­ლებ­ზე ლინკს და­ვა­მა­ტებ, რო­გორც კი გავ­შიფ­რავ და და­ვა­მუ­შა­ვებ მას­თან ინ­ტერ­ვი­უს მა­სა­ლას" - წერს გვა­სა­ლია.

ცნო­ბის­თვის, ლაშა ბე­ქა­ურ­მა ორი დღის წინ სა­კუ­თარ Instagram-გვერ­დზე ვი­დეო დადო, სა­დაც ჩანს, რო­გორ ეთა­მა­შე­ბა თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მი­მა­ვალ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ლო­მის ბოკ­ვერს. ვი­დე­ოს შემ­დეგ უამ­რა­ვი უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა. ბე­ქა­ურს შე­ახ­სე­ნეს, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ბოკ­ვე­რის ყოლა კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა. ამის შემ­დეგ ბე­ქა­ურ­მა ბოკ­ვე­რი თბი­ლი­სის ზო­ო­პარკს გა­დას­ცა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები