გურჯაანს ასეთი რამ არ ახსოვს - რა ინფორმაცია ვრცელდება სტიქიის ზონიდან

16-06-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

გურჯაანში მთავრობის ადმინისტრაციის, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი პირების შეხვედრა მიმდინარეობს.

მთავარი განსხაილველი საკითხი სტიქიით მიყენებული ზარალის დადგენაა. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ რეგიონს, თუმცა შედეგები ძალიან მძიმეა. დატბორილია ქუჩები, სახლებისა და კორპუსების პირველი სართულები. დაზიანებულია ათობით ავტომობილი.

გურჯაანში ამ დრომდე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები