"დაცვის ოთახში მოხდა ეს უბედურება, გარდაცვლილია ამირან გოგაძე" - რა ხდება გორის რკინიგზის სადგურში მომხდარ ხანძარზე, რომელსაც ადამიანი ემსხვერპლა

სახელი არ არის მითითებული
Aa

გორ­ში, რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცე­ცხლი რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის შე­ნო­ბა­ში გაჩ­ნდა, კერ­ძოდ დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ოთახ­ში და და­ღუ­პუ­ლია მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლია. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ამ დრომ­დე მუ­შა­ობს პო­ლი­ცია. მომ­ხდარ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე მუხ­ლის, მე­სა­მე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

და­ვუ­კავ­შირ­დით "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას", სა­დაც დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, რომ ხან­ძა­რი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის­თვის გან­კუთ­ვნილ ოთახ­ში გაჩ­ნდა. იმა­ვეს ამ­ბობს, მაია მუ­ჯა­რი­ძე, მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი:

"ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტი მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლია ამი­რან გო­გა­ძე, ჩვე­ნი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი. რო­გორც მახ­სოვს, ამი­რა­ნი 1959 წელს და­ბა­დე­ბუ­ლია. ხან­ძა­რი გაჩ­ნდა გო­რის რკი­ნიგ­ზა­ში, რამ გა­მო­იწ­ვია ხან­ძა­რი, ჩემ­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. რომ მი­ვე­დით შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იქ უკვე მუ­შა­ობ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი, ამი­ტომ ახ­ლოს არ გაგ­ვა­კა­რეს. მი­ზე­ზე­ბის და­სად­გე­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. ამი­რა­ნი ად­გილ­ზეა გარ­დაც­ვლი­ლი, ცხე­დარს გა­და­ფა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და და ამი­ტომ ვერ გე­ტყვით რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, უკვე ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, ჩემი ახ­ლო­ბე­ლია და თა­ნა­ვუგ­რძნობ მის ოჯახს ამ ტრა­გე­დი­ას. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები