ზურაბ ჯაფარიძეძე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

19-06-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

რამდენიმე დღის წინ გორში "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აღნიშნული დანაშაულის ჩამდენს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ, დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან გირაოს ითხოვდა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები