„მამინაცვალი ბავშვებს ნაგვის ურნებიდან ნივთების შეგროვებას აიძულებდა, უარის გამო კი...“ - შსს-მ მამაკაცი დააკავა

20-06-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1895 წელს დაბადებული მ.ბ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც ცნობილია, ბრალდებული ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების შრომით ექსპლუატაციას ახდენდა.

მ.ბ მათ ნაგვის ურნებიდან გარკვეული ნივთების ამოღებას და ჩაბარებას ავალდებულებდა. გამომუშავებულ თანხას კი სრულად იღებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებული მათზე ფიზიკურად ძალადობდა.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები