“თითქმის 2 წელი გიჟივით ვივარჯიშე, მან კი..”, - რას ამბობს დევონ ლარატი ქართველი ჰალკის შესახებ

12-02-2025
გიორგი ზ.
Aa

ლეგენდარულმა მკლავჭიდელმა დევონ ლარატმა საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა და ლევან საგინაშვილს ყველა დროის საუკეთესო მკლავჭიდელი უწოდა.

გთავაზობთ ამონარიდს ვიდეოდან.

"1 წელი და 10 თვე გიჟივით ვივარჯიშე. არ მინდოდა ლევანთან შეხვედრა ისევ. პირველ ბრძოლაში ხელი მომაგლიჯა.

რომ გავაანალიზე კვლავ ლევანს ვხვდებოდი, საკუთარ თავს ვარწმუნებდი რომ გამარჯვება შემეძლო.

ბევრ გზას ევძებდი, მაგრამ ლევანი საოცარი სპორტსმენია. ჰალკი უძლიერესია ვისაც ოდესმე შევხედრივარ. უფრო მეტსაც გეტყვით, ის ჩემი აზრით ყველა დროის საუკეთესო მკლავჭიდელია", - ამბობს ლარატი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები