თბილისში, სამი არასრულწლოვანი მოხუც ტაილანდელ კაცს ფიზიკურად გაუსწორდა - რა მოხდა ქალაქში
19 ივნისს თბილისში, გია აბესაძის ქუჩაზე სამი არასრულწლოვანი ახალგაზრდა თავს დაესხა მოხუც ტაილანდელ კაცს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"ორშაბათს, 19 ივნისს გია აბესაძის ქუჩაზე სამი არასრულწლივანი ახალგაზრდა თავს დაესხა მოხუც ტაილანდელ კაცს და ფიზიკურად გაუსწორდნენ , კაცი იყო ტაილანდური მასაჟის და რესტორნის მფლიბელი.
ველანაირი კონფლიქტის გარეშე დაელაპარაკნენ თუმცა ერთ ერთმა არასრულწლოვანმა ტაილანდელ მამაკაცს დაარტყა რის შედეგადაც დავარდა და სისხლი სდიოდა ცხვირიდან ,პირიდან და ნიკაპიდან.
დაკარგა გონება და ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება და ისიც კი არ ვიცით გადარჩება თუ არა , გვჭირდება სოციალური მედია რათა შევძლოთ ამ მოზარდების ჯგუფის იდენთიპიკაცია რათა სხვაც არჩააგდონ იგივე მდგონარეობაში", - წერია განცხადებაში.