თურქეთში ახალგაზრდა ქალმა ერთი წლის შვილი ზღვაში გადააგდო - პოლიციამ ქალი დააკავა
თურქეთში, იზმირის პოლიციამ ახალგაზრდა ქალი დააკავა, რომელმაც 1 წლის შვილი ზღვაში გადააგდო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ქალის მიერ ჩადენილი ქმედება იქვე მყოფმა მოქალაქეებმა შენიშნეს. თვითმხილველებმა სამართალდამცავ ორგანოებს აცნობეს აღნიშნულის შესახებ და ბავშვიც წყლიდან თვითონ ამოიყვანეს.
"პოლიციის თანამშრომლებმა გამოძიების ფარგლებში სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს, რის შემდეგაც 30 წლის ქალი დააკავეს", - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები