“მითხრეს, რომ ეს სამუდამოდ საიდუმლოდ უნდა შემენახა" - რას ჰყვება ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ილონ მასკის მე-13 შვილის დედაა

17-02-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინფლუ­ენ­სე­რი ეშლი სენტ კლე­რი, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ ილონ მას­კის მე­ცა­მე­ტე შვი­ლის დე­დაა, მი­ლი­არ­დერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ სა­უბ­რობს. ქა­ლის თქმით, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ონ­ლა­ინ მი­მო­წე­რით და­ი­წყო.

The Post-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ეშლი სენტ კლე­რი მი­ლი­არ­დერ­ზე ღიად სა­უბ­რობს და ამ­ტკი­ცებს, რომ Tesla-ს მფლო­ბელს მათი შვი­ლის არ­სე­ბო­ბის სა­ი­დუმ­ლოდ შე­ნახ­ვა სურ­და. მი­ზე­ზად მასკს მათი უსაფრ­თხო­ე­ბა და­უ­სა­ხე­ლე­ბია.

სენტ კლერ­მა მას­კის მე-13 შვი­ლის სა­ხე­ლის სა­ი­დუმ­ლოდ და­ტო­ვე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ მათი შვი­ლი ბედ­ნი­ე­რი და ჯან­მრთე­ლია.

26 წლის ინფლუ­ენ­სერ­მა ინ­ტერ­ნე­ტი პა­რას­კევს მას შემ­დეგ ჩა­აგ­დო შოკ­ში, რაც გა­ამ­ჟღავ­ნა, რომ 5 თვის წინ მასა და მასკს შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. ილონ მასკს ამ­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად არა­ერ­თი გა­მო­ცე­მა და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა ის კო­მენ­ტარს თავს არი­დებს.

რო­გორც ეშლი The Post-ს უამ­ბობს, პირ­ვე­ლად მასკმა მის­სა­ვე პლატ­ფორ­მა X-ზე მის­წე­რა: "ის ჩემ­თან მი­მო­წე­რი­სას ენა­მახ­ვი­ლი და ჭკვი­ა­ნი იყო",- ამ­ბობს გო­გო­ნა.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ვე­ლად მი­ლი­არ­დე­რი 2023 წელს Twitter-ის შტაბ-ბი­ნა­ში ნახა. იმ დროს ეშლი 24 წლის იყო, მას­კი კი 51-ის. ქა­ლის მტკი­ცე­ბით, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მათი რო­მა­ნი მა­ლე­ვე და­ი­წყო და სა­ბო­ლო­ოდ ის და­ორ­სულ­და კი­დეც. მასკმა ინფლუ­ენ­სერ ქალს ახლო წრის გარ­და ყვე­ლას­თვის აუკ­რძა­ლა ამის გამ­ხე­ლა :"მი­თხრეს, რომ ეს სა­მუ­და­მოდ სა­ი­დუმ­ლოდ უნდა შე­მე­ნა­ხა".

რო­გორც ეშლი გა­მო­ცე­მას უყ­ვე­ბა, მი­ლი­არ­დერ­მა მას პრეს­ტი­ჟულ უბან­ში მდიდ­რუ­ლი ბინა უყი­და და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვა, თუმ­ცა სენტ კლე­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და, რომ ორ­სუ­ლო­ბა მარ­ტოს გა­ე­ტა­რე­ბი­ნა. ახლა ქალი ფიქ­რობს, რომ მისი და ბავ­შვის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უმ­ჯო­ბე­სია გა­ა­სა­ჯა­რო­ოს პა­ტა­რას არ­სე­ბო­ბა. 26 წლის ქალი წუხს, რომ დღემ­დე შვი­ლის გა­რეთ გა­სე­ირ­ნე­ბა­საც ვერ ახერ­ხებ­და, მხო­ლოდ იმის გამო, რომ მისი არ­სე­ბო­ბა სა­ი­დუმ­ლოდ შე­ე­ნა­ხა.

მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, სენტ კლერს სურს, რომ მის შვილს ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეს: "კარ­გი დედა ვარ. ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩემი შვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის ვი­ღებ",- ამ­ბობს ის.

წყარო: ambebi.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები