ცნობილი ხდება, რომ "ჰამასმა" დახოცა ყველაზე პატარა, 2 და 5 წლის მძევლები და ასევე, ბავშვების დედა - "ბიჭუნა მხოლოდ 9 თვის იყო როცა გაიტაცეს"

18-02-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

"ჰა­მა­სის" მიერ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი მძევ­ლე­ბი, 2 წლის კფირ ბი­ბა­სი და 5 წლის არი­ელ ბი­ბა­სი, ასე­ვე მათი დედა, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან, ხოლო მათი ცხედ­რე­ბი ამ კვი­რა­ში ის­რა­ელს გა­და­ე­ცე­მა, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ჰა­მა­სმა" გა­ავ­რცე­ლა.

კფირ ბი­ბასს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში და­ბა­დე­ბის დღე არას­დროს უზე­ი­მია. ის და მისი ოჯა­ხი 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­ტა­ცეს, როცა ბავ­შვი მხო­ლოდ 9 თვის იყო.

ის­რა­ელს არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია წი­თუ­რი ძმე­ბი­სა და მათი დე­დის, შირი ბი­ბა­სის, სიკ­ვდი­ლი.

შირი ბი­ბა­სი, 5 წლის არი­ელ ბი­ბა­სი და 2 წლის კფირ ბი­ბა­სი ტყვედ აყ­ვა­ნის დროს, 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს.

"ჰა­მა­სის" ლი­დერ­მა ღა­ზა­ში, ხა­ლილ ალ-ჰა­ი­ამ, თქვა, რომ ოთხი მძევ­ლის ცხე­და­რი ხუთ­შა­ბათს გა­და­ე­ცე­მა ის­რა­ელს, ხოლო შა­ბათს ექ­ვსი ცო­ცხა­ლი მძე­ვა­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ის­რა­ელ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ასო­ბით პა­ლეს­ტი­ნე­ლი პა­ტიმ­რის სა­ნაც­ვლოდ ხდე­ბა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები