"პუტინმა ციხეში უნდა გაატაროს დარჩენილი ცხოვრება, თუ სიკვდილით არ იქნება დასჯილი", - უიკერი

19-02-2025
გიორგი ზ.
Aa

ამერიკელი სენატორი მისისიპის შტატიდან როჯერ უიკერი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრია, ამბობს, რომ რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ომის კრიმინალია.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელის ნდობა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში არ შეიძლება.

ამის შესახებ როჯერ უიკერმა CNN–ზე თქვა. აღსანიშნავია, რომ უიკერი აშშ -ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელია.

"არა, პუტინი ომის დამნაშავეა და ციხეში უნდა გაატაროს დარჩენილი ცხოვრება, თუ სიკვდილით არ იქნება დასჯილი", - თქვა უიკერმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები