"მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო, თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას ნიშნავს", - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იგი ხელისუფლებაში ყოფნას დიდხანს არ აპირებს და ამატებს, რომ მზად არის, მშვიდობის ან უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, თანამდებობიდან გადადგეს:
"მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო, თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას ნიშნავს. ან გავცვალო თანამდებობა NATO-ს წევრობაზე, ძალაუფლებაში ათწლეულის მანძილზე ყოფნას არ ვაპირებ", - თქვა მან.
ამასთანავე, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ "ეს არ არის მოლაპარაკებების მაგიდა, სადაც უკრაინას იწვევენ, ეს ჩვენი მაგიდაა, სადაც ჩვენ ვიწვევთ.
უკრაინა, ევროპა, აშშ და რუსეთი: ეს უნდა იყოს მოლაპარაკებებზე მონაწილე მხარეების სია."
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები