A$AP Rocky და რიანა მესამე შვილს რეპერის ადვოკატის სახელს დაარქმევენ

24-02-2025
გიორგი ზ.
Aa

A$AP Rocky-ის სასამართომ გასულ კვირას მთელი ინტერნეტის ყურადღება მიიპყრო. მას ბრალად ედებოდა ცეცხლსასროლი იარაღით თავის ყოფილ კოლეგასა და მეგობარზე, A$AP Relli-ზე თავდასხმა.

რეპერმა ბრალდება უარყო. მისი დაცვის მხარის მტკიცებით, ინციდენტის დროს რეპერს მხოლოდ სარეკვიზიტო იარაღი ჰქონდა, რომლიდანაც ცეცხლს ფიზიკურად ვერ გახსნიდა. 

A$AP Rocky-ს, რომელსაც რიანასთან ერთად ორი შვილი, 2 წლის რიზა და 18 თვის რაიოტი ჰყავს, 24-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა მას გამამართლებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

რეპერი ვერდიქტის მოსმენისთანავე რიანას ჩასახუტებლად გაიქცა:

ცხადია, რიანა და A$AP Rocky წარმოუდგენლად გახარებულები იყვნენ სასამართლოს განაჩენით. მათ სიხარული და მადლიერება რეპერის ადვოკატთანაც გამოხატეს.

"ისინი ჩამეხუტნენ და მითხრეს, რომ შემდეგ შვილს A$AP ჯოს დაარქმევენ. მე ვუთხარი, რომ ამას ვიმახსოვრებ!" — თქვა რაკიმ მეიერსის ადვოკატმა, ჯო ტაკოპინამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, მეიერსმა ისიც უთხრა, რომ ადვოკატს უკვე ოჯახის წევრად მიიჩნევს და ძალიან უყვარს. "მან არ იცოდა, იმ დღეს სახლში წავიდოდა და თავის შვილებს ნახავდა, თუ ორი ათწლეულის ათვლას ციხეში დაიწყებდა. დასკვნის გამოცხადების შემდეგ მან ხელი მომკიდა და მითხრა, "ჯო, ვიცი როგორც იბრძოლე. ვიცი ყველაფერი, რაც ჩემთვის გააკეთე და ამას ძალიან ვაფასებ", - თქვა ადვოკატმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები