ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასულიერო პირი გარდაიცვალა
გასულ ღამეს, ძამას ხეობაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წევრი ნიკოლოზ ავალიანი დაიღუპა.
სასულიერო პირის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამ გაავრცელა.
"ღვთივ მიისვენა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წევრმა მორჩილმა ნიკოლოზმა (ავალიანი).
მწუხარებას გამოვთქვამთ მორჩილი ნიკოლოზის გარდაცვალების გამო, თᲐნავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ეპარქიას.
უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მისი სული.
გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ახლადშესვენებული, მორჩილი ნიკოლოზი." - ვკითხულობთ მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები