დიდთოვლობის გამო ლანჩხუთში ვითარება რთულია - ჩამონგრეულია ამდენი სახლი

25-02-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის შე­დე­გად ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ალექ­სან­დრე სა­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნი­კა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია და შე­საძ­ლოა, მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

"ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვის შე­დე­გად ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, კვლავ გა­და­უ­ღებ­ლად თოვს. და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბა უკვე მო­ვახ­დი­ნეთ და ახლა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვახ­დი­ნოთ ხალ­ხის ევა­კუ­ა­ცია, ან მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე გზის გაყ­ვა­ნა. ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულს, მათ შო­რის: ჩო­ჩხა­თის, ღრმა­ღე­ლი­სა და აცა­ნას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებს.

მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი უკვე გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ - ნა­წი­ლი სას­ტუმ­რო­ებ­ში, ნა­წი­ლი კი ნა­თე­სა­ვებ­თან მო­ვა­თავ­სეთ. ამ დრო­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­მონ­გრე­უ­ლია ორ­მო­ცამ­დე სახ­ლი. მარ­თა­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ და­შა­ვე­ბუ­ლებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს“, - აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრე სა­რიშ­ვილ­მა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები