ბრიტანელი ჟურნალისტის გაუჩინარების იდუმალებით მოცული ამბავი - სად გაქრა 32 წლის შარლოტა და რა იპოვეს მის ტელეფონში

28-02-2025
გიორგი ზ.
Aa

უკვე ორ კვი­რა­ზე მე­ტია, ბრა­ზი­ლი­ის პო­ლი­ცია გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ბრი­ტა­ნელ ჟურ­ნა­ლისტს ეძებს. 32 წლის შარ­ლო­ტა პიტი, ბო­ლოს ბრა­ზი­ლი­ის ქა­ლაქ სან პა­უ­ლო­ში, ავ­ტო­ბუს­ში ას­ვლი­სას ნა­ხეს.

შარ­ლო­ტა ადრე The Independent-ის­თვის,The Times-სა და Al Jazeera-სთვის წერ­და. ის მე­გობ­რებს 8 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ არ უნა­ხავთ. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის დე­ტა­ლი, რომ რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა ქალი რი­ო­ში მი­მა­ვალ ავ­ტო­ბუს­ში ჩაჯ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად მე­გო­ბარს ესა­უბ­რე­ბო­და და ეკი­თხე­ბო­და სად დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რე­პორ­ტი­ო­რის მო­სა­ძებ­ნად, გა­მო­ძი­ე­ბა 17 თე­ბერ­ვალს და­ი­წყო, მას შემ­დეგ, რაც მე­გო­ბარ­მა ად­გი­ლობ­რივ ტუ­რის­ტულ სა­ინ­ფორ­მა­ციო ოფისს გა­ნუ­ცხა­და, რომ შარ­ლო­ტას ვერ­სად პო­უ­ლობ­დნენ.

რიო დე ჟა­ნე­ი­როს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა (DDPA), რო­მე­ლიც საქ­მეს იძი­ებს, დე­ტა­ლებს აქ­ვეყ­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 32 წლის ჟურ­ნა­ლის­ტი 17 თე­ბერ­ვლამ­დე ცხოვ­რობ­და კო­პა­კა­ბა­ნას ჰოს­ტელ­ში. შემ­დეგ სხვა სხვა ჰოს­ტელ­ში - ბო­ტა­ფო­გო­ში წა­ვი­და, სა­დაც 24 თე­ბერ­ვლამ­დე დარ­ჩა. მან ორ­ჯერ მა­ინც მო­ი­ნა­ხუ­ლა ბა­რე­ბი კო­პა­კა­ბა­ნა­სა და ლე­მე­ში.

ბო­ტა­ფო­გოს ჰოს­ტელ­მა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ჩანს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ჰოს­ტე­ლის მი­სა­ღებ­ში თეთ­რე­ულს აბა­რებს.

პო­ლი­ცი­ამ შეძ­ლო მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ქა­ლის ტე­ლე­ფონ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. იქ რამ­დე­ნი­მე სელ­ფი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ტე­ლე­ფონ­ში იყო ჰოს­ტელ­ში მის­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ავ­ტო­ბუს­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და.

“გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა. ჩვენ გვაქვს მისი ორი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი. ის იღებს შე­ტყო­ბი­ნე­ბებს და ზა­რებს ინ­გლი­სურ ნო­მერ­ზე. ბრა­ზი­ლი­ის რე­გი­ო­ნის ნო­მე­რი დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი აქვს ისე, რომ არ მი­ი­ღოს ზა­რე­ბი", - თქვა პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა ჰე­ლენ სუ­ტომ.

შარ­ლო­ტა პიტი ბრა­ზი­ლი­ა­ში ნო­ემ­ბერ­ში გა­ემ­გზავ­რა. ოჯახ­მა მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები