ხვიჩა კვარაცხელია გურიაში სტიქიის შედეგად დაზარალებულებს 10,000 ლარით დაეხმარა

28-02-2025
გიორგი ზ.
Aa

საქართველოს რეგიონებში თოვლმა ბევრი პრობლემა შექმნა. გურიაში, იმერეთსა და აჭარაში ჭარბმა ნალექმა მოსახლეობა დააზარალა.

ადგილობრივი მაცხოვრებლების დახმარების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა, პარალელურად კი შეიქმნა ფონდებიც.

ერთ-ერთ ასეთ ფონდში პსჟ-ის ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ დახმარების სახით 10,000 ლარი გადარიცხა.

აღნიშნული თანხა გურიაში სტიქიით დაზარალებული ადამიანების დახმარებას მოხმარდება.

"ძალიან გახარებული ვარ და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს ამბავი. ხვიჩა კვარაცხელიამ 10 000 ლარი გადმორიცხა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც ეს ახლა , ყველაზე მეტად სჭირდებათ.

დიდი გულის ბიჭია ხვიჩა და უკან ასმაგად დაბრუნებოდეს ეს სიკეთე. როგორც ვიცი, სხვა სოფლებშიც ასე დაეხმარა დაზარალებულ ოჯახებს. ხვიჩააა, მადლობა, შენ ხარ სასწაული ადამიანი!", - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ჩხიკვიშვილი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები